შავ ზღვაში რუსული თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე 15 ცხედარი და ლაინერის დანარჩენი შავი ყუთებიც იპოვეს. გამოძიება მომხდარის ახალ ვერსიაზე მუშაობს.
ექსპერტებმა გაშიფრეს შავი ყუთი, რომელშიც გარკვევით ისმის პილოტის სიტყვები. ის ჯერ ფრთაუკანა ფარებს ახსენებს, შემდეგ კი ამბობს, რომ ლაინერი ვარდება. სპეციალისტების განცხადებით, ტუ 154 შესაძლოა, სწორედ ფრთა უკანა ფარების სისტემის გაუმართაობის გამო ჩამოვარდნილიყო.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილმა ლაინერმა კატასტროფა 25 დეკემბერს სოჭის მახლობლად, განიცადა. ბორტზე 92 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი ადგილზე დაიღუპა.