„ივანიშვილმა რამდენიც ჩადო „მაესტროს“ ყიდვაში, ასი იმდენი ამოიღო“- ამის შესახებ „მაესტროს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, „მაესტროში“ მიმდინარე სიტუაციამ ჯანმრთელობა შეურყია.
შეგახსენებთ, რომ მედიაჰოლდინგ „იმედის“ ინფორმაციით, „მაესტროს“ საკონტროლო პაკეტი შეიძინეს, ხოლო „ჯიდიესთან“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
მამუკა ღლონტის განცხადებით, მიმდინარეობს სამთავრობო მედია-გაერთიანება.