ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დიდუბე-ჩუღურეთის ნაწილს ელექტრომამარაგება შეეზღუდება

დიდუბის და ჩუღურეთის რაიონების ნაწილს, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც კომპანია ”თელასში” აცხადებენ, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო, 01:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ცაბაძის, ვორონინის, ფიფიას და გორის ქუჩების მცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), ბორჯომის, ლებანიძის, ცაბაძის და ბელიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

იტვირთბა....