ახალი ამბები მედია მთავარი

„ვერ შევძელით საყვარელი “მაესტროს“ შენარჩუნება“: მამუკა ღლონტი ამბობს რომ ჟურნალისტებს მალე ქუჩაში გაყრიან

„მაესტროს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მამუკა ღლონტი სოციალურ ქსელში თანამშრომლებს მიმართავს:

„ამ წერილით მინდა მივმართო “მაესტროს“ ყველა იმ თანამშრომელს რომლებიც მრავალი წელია მუშაობთ “მაესტროში“ და დღესაც აგრძელებთ მუშაობას. მოგმართავთ ყველას ჟურნალისტებს, მძღოლებს, ოპერატორებს, დამლაგებლებსა, თუ ტექნიკოსებს. ახალი რეალობა ასეთია, იმედმა შეიძინა ყველა წილი გარდა ჩემი ეკას და ბაჩოს წილებისა, ეს ნიშნავს იმას რომ ჩვენ სადავო 25%-იც რომ დავიბრუნოთ სამწუხაროდ ვერ შევაგროვებთ საკონტროლო პაკეტს, ანუ “მაესტრო“ ჩვენთვის დაიკარგა. ჩემო კარგებო ჩვენ დღესაც შესანიშნავი ურთიერთობები გვაქვს ერთმანეთთან და იმედია ასე დავრჩებით ბოლომდე. მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ სამწუხაროდ ვერ შევძელით ჩვენი საყვარელი “მაესტროს“ შენარჩუნება, ამისათვის კი პირველ რიგში თქვენ გიხდით ძალიან დიდ და გულწრფელ ბოდიშს “მაესტრო“ არასდროს იყო მხოლოდ შ.პ.ს ეს იყო ჩვენი ოჯახი და თუ დავკარგეთ შ.პ.ს ეს არ ნიშნავს რომ დავკარგეთ ჩვენი ოჯახი და ის სიყვარული რაც გვაკავშირებს, თქვენ ყველა ძალიან ერთგული და ნიჭიერი ადამიანები ხართ და არასდროს დაიკარგებით. კიდევ ერთხელ გიბოდიშებთ და არ გემშვიდობებით იმიტომ რომ ცხოვრება გრძელდება.“- წერს ღლონტი.

ღლონტმა  TV პირველის პირდაპირ ეთერში ისიც განაცხადა, რომ სულ მალე “მაესტროს ჟურნალისტების ნაწილს ქუჩაში გაყრიან“.

„მაესტროს“ ჟურნალისტების ძალიან მცირე ნაწილს გადაიყვანენ „იმედზე“, დანარჩენებს გაყრიან ქუჩაში, ან საახალწლოდ, ან ახალი წლების შემდეგ”, – განაცხადა მამუკა ღლონტმა.

ერთი წლის წინ ვამბობდი, რომ ”იმედმა” იყიდა ”მაესტრო” შესაბამისად, ჩემი პოზიცია ცნობილი ერთი წლის წინ იყო, რომ იქ არავითარი გაჩეჩილაძეები არ იყვნენ, იქ იყო ”იმედი”. თქვენ თუ გსურთ, მე მარიონეტ გაჩეჩილაძეზე ვისაუბრო გეტყვით, რომ აბსოლიტურად არ მაქვს სურვილი, ვილაპარაკო ადამიანზე, რომლის ნათქვამსაც აბსოლიტური აზრი არ აქვს, არც ჩემთვის და არც დანარჩენი სამყაროსთვის.

”მაესტროში” კადრების წმენდა გაგრძელდება, რადგან საინფორმაციო სამსახური დაიხურება. ”მაესტროს” ჟურნალისტების ძალიან მცირე ნაწილს ”იმედზე” გადაიყვანენ და დანარჩენებს გაყრიან ქუჩაში, ან საახალწლოდ, ან ახალი წლების შემდეგ.

მე რა უნდა გავაკეთო, რა შემიძლია ჩემი პროცენტით, რომ რაიმე დავაპირო, “მაესტროს” ჟურნალისტებს თავის დროზე პრინციპულობა რომ გამოეჩინათ შეიძლება თავისი ნებით აღმოჩენილიყვნენ ქუჩაში და ეს ბევრად უკეთესია ვიდრე სხვისი ნებით, რომ აღმოჩნდებიან ქუჩაში”, – აცხადებს ღლონტი.

შეგახსენებთ, 2017 წლის იანვრიდან ტელეკომპანია “მაესტრო” გახდება ჰოლდინგ “იმედის“ შემადგენელი ნაწილი, GDS-ის ნაწილის შეძენასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები კი დასასრულს უახლოვდება.

 

 

იტვირთბა....