სკოლა-გიმნაზია “შავნაბადადან”, რომელიც თბილისში, წულაძის ქუჩაზე მდებარეობს, მოსწავლეებისა და მასწავლებლების ევაკუაცია განხორციელდა.
ქუჩის მაცხოვრებლების ინფორმაციით, მიზეზი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის მილის გასკდომა გახდა.
მიმდებარე ტერიტორიაზე გაზის ძილერი სუნი დგას. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ წუთებშიც ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები და შესაბამისი სამახურები.