ახალი ამბები მედია მთავარი

 „ტელევიზიის სარჩენი ფული არ მაქვს“

 

”მაესტროს” სარჩენი ფული ძალიან დიდი ხანია საკუთარი ჯიბიდან მომქონდა“,- ამის შესახებ გია გაჩეჩილაძემ  შპს ”სტუდია მაესტროს” წილის გაყიდვის თემაზე,  “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა:

”არაფერი უკანონო არ მომხდარა. ადამიანებმა, ვინც ფლობდნენ ”მაესტროს” წილებს, გაყიდეს საკუთარი წილები. ქალბატონმა ინა გუდავაძემ შეიძინა ეს წილი, გააკეთა მედია ჰოლდინგი. მეც მივეხმარე, ვიყავი ამ პროცესებში ჩართული, რომ ეს წილი არ წასულიყო ”რუსთავი 2”-სკენ. ამიტომ ჩავერიე მე, რომ არ გაერთიანებულიყო ”მაესტრო” ”რუსთავი 2”-თან. მინდოდა, რომ ეს ბიზნესკომბინაცია შემდგარიყო. მე ”მაესტროს” მფლობელი აღარ ვარ. ”მაესტროს” მფლობელია ინა გუდავაძე. ”მაესტროს” სარჩენი ფული ძალიან დიდი ხანია საკუთარი ჯიბიდან მომქონდა და როცა გამიჭირდა და აღარ მაქვს ფიზიკურად საშუალება ტელევიზია ვარჩინო, გადავეცი ადამიანს ვისაც ამის საშუალება აქვს”, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

მედიაჰოლდინგ „იმედის“ ცნობით, „მაესტროს“ საკონტროლო პაკეტი შეიძინეს, ხოლო „ჯიდიესთან“ მოლაპარაკება მიმდინარეობს.

იტვირთბა....