”ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს სხდომა წევრთა არ დასწრების გამო ჩაიშალა. სხდომას პოლიტსაბჭოს 27 წევრი არ დაესწრო, შესაბამისად, კვორუმი არ შედგა.
”კვორუმი არ შედგა, ამას ჩაშლას არ დავარქმევდი. რეალურად დგას ყრილობის გადადება არ გადადების საკითხი, ცდილობენ შემოგვაპარონ გადადების საკითხი, რაც არანაირად არ არის გამართლებული,“-განაცხადა პარტიის წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა.