ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

მკვლელობაში ისევ ნაჯახი ფიგურირებს: ცოლ-ქმრის დავის სავარაუდო მიზეზები დასახელდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალების შესახებ თანასოფლელები საუბრობენ. როგორც ისინი პირად საუბრებში ამბობენ, დანაშაული სავარაუდოდ, აფექტურ მდგომარეობაში მოხდა. მათი ინფორმაციით, ქმარი ცოლს ხშირად ცემდა – ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, –  ამის შესახებ “ინტერპრესნიუსი“ წერს. ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის“ ცნობით, ოჯახში კონფლიქტი მოხდა, რა დროსაც ცოლმა 28 წლამდე მეუღლე ნაჯახით მოკლა.

24 წლის ქალსა და 28 წლის მამაკაცს 3 მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. სისხლის სამართლის საქმე 11-108 მუხლითაა აღძრული, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

იტვირთბა....