“ქართულმა ოცნებამ” პარლამენტის კვოტით საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე, შესაძლოა, მანანა კობახიძის კანდიდატურა წარადგინოს.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია უმრავლესობის წარმომადგენლების პირად საუბრებზე. “ოცნების” წარმომადგენლები სერიოზულად განიხილავენ კობახიძის კანდიდატურას. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, პოლიტიკოსები ღია კომენტარის გაკეთებისგანაც თავს იკავებენ. კომენტარს არ აკეთებს თავად კობახიძეც.
შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის ერთი თანამდებობა, რომელზეც კანდიდატურა პარლამენტმა უნდა წარადგინოს, სექტემბრიდან ვაკანტურია.
პარლამენტის კვოტით საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს.