ტელეკომპანია Zik-ს ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა განუცხადა, რომ სიმამრმა ჰოლანდიაში ბინა და აგარაკი აჩუქა. მისივე თქმით ბინა მეუღლის, სანდრა რულოვსის მშობლიურ ქალაქშია და იქ ოჯახი იმ შემთხვევაში გადავა, თუ „სხვაგან წასასვლელი არ გვექნება“:
„როდესაც საქართველოში ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ჩემი ქონება დააყადაღეს. ჩემმა მეუღლემ მითხრა, რომ ჩვენ შეიძლება ერთ დღეს ქუჩაში გაგვაგდონ. რა უნდა ვქნათ? მაშინ სიმამრმა თქვა – „მაშინ ჰოლანდიაში ჩამოხვალთ“ – განაცხადა ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა.