ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ კანჯი-ოღლის ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დაუსწრებლად 12- წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ოთხოზორიას ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, ოთხოზორიას ოჯახი რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს. ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რადგან როგორც გარდაცვლილის დედა აცხადებს, გამოძიების პროცესში მკვლელობის მოტივი არ გამოკვეთილა.
შეგახსენებთ, გიგა ოთხოზორია ხურჩაში 19 მაისს, ე.წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მოკლეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ ოთხოზორიას განზრახ მკვლელობის ფაქტზე, რაშიდ კანჯიოღლის მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა და სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლი დაკავებული არ არის.