„მაესტრო“ ირაკლი რუხაძემ „იმედის“ ფილიალად აქცია.“- ამის შესახებ „მაესტროს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა „ტვ პირველის“ ეთერში მოსამართლის მიერ ტელეკომპანიის ლოგოს „უცნობისთვის“ მიკუთვნების თემაზე საუბრისას განაცხადა:
„მაესტრო“ ირაკლი რუხაძემ „იმედის“ ფილიალად აქცია. რუხაძემ ბრენდი ზემდგომებთან ერთად წაგვართვა. ესენი არიან გიორგი კვირიკშვილი, ბიძინა ივანიშვილი და სხვები“-განაცხადა მამუკა ღლონტმა.
მისივე განცხადებით, ადრე თუ გვიან „მაესტროს“ დაიბრუნებენ:
„კერძო საკუთრება წართვეს ადამიანს. ევროპული სასამართლოს იმედი მაქვს“.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია “მაესტროს” ლოგოსთან დაკავშირებით გია გაჩეჩილაძის , იგივე “უცნობის” სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. მოსამართლემ ტელეკომპანიის “ლოგო” გაჩეჩილაძეს მიაკუთვნა.
შეგახსენებთ, რომ ამ უფლების დაბრუნებას ბაჩო კიკაბიძე მოითხოვდა.
როგორც ტელეკომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბაჩო კიკაბიძე აცხადებს, სასამართლომ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა შეასრულა. მისივე თქმით, ივანიშვილმა სასამართლოს მეშვეობით მას ინტელექტუალური საკუთრება წაართვა.