ახალი ამბები კრიმინალი მედია მთავარი

 „მთავარი პროკურორი საქმის კურსშია, პირობა და გარანტია მივიღე…“

ჟურნალისტი გიორგი გასვიანი მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს ორი საათის განმავლობაში ხვდებოდა. საგამოძიებო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ გასვიანმა განაცხადა, რომ  მთავარი პროკურორისგან კითხვებზე პასუხი მიიღო:

„საქმის დეტალებზე ვისაუბრეთ. ჩემი შეტყობინების შემდეგ, დამნაშავეებთან მიმართებაში შეკითხვები მქონდა, მაინტერესებდა საქმე როგორ წარიმართა და ამ შეკითხვებზე პასუხები მივიღე, როგორც საოლქო პროკურორისგან, ასევე ირაკლი შოთაძისგან. ირაკლი შოთაძესაც გაუჩნდა რამდენიმე შეკითხვა, რომელიც მას ჰქონდა საოლქო პროკურორთან. ბატონი ირაკლი საქმის კურსშია და ყველაფერს ბოლომდე თვალყურს ადევნებს. ასევე, მეუბნებიან, რომ არაფრის გაჭიანურება არ ხდება. არანაირი ჩარევა არ მოხდა, ამის პირობა და გარანტია მივიღე, რომ დამნაშავეების დასჯა მოხდება“, – განაცხადა გიორგი გასვიანმა.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი ბორჯომის პოლიციის წარმომადგენლებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

იტვირთბა....