ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა

“გულაობენ ქოცები და მათი მოურავები, ადრე თუ გვიან ყველაფერს მაინც დავიბრუნებთ“

„დღეს ქოც-სასამართლომ ჩამოართვა “მაესტროს“ ერთ-ერთ მთავარ დამფუძნებელს ბაჩო კიკაბიძეს ბრენდი “მაესტრო“,-ამის შესახებ სოციალურ ქსელში მამუკა ღლონტი წერს:

„დღეს ქოც-სასამართლომ ჩამოართვა “მაესტროს“ ერთ-ერთ მთავარ დამფუძნებელს ბაჩო კიკაბიძეს ბრენდი “მაესტრო“ და გადასცა “მაესტროს“ ამჟამინდელ დე-ფაქტო მფლობელს ირაკლი რუხაძეს. აი ასე “გულაობენ“ ქოცები და მათი “მოურავები“ ოღონდ ადრე თუ გვიან ყველაფერს მაინც დავიბრუნებთ. მანამ კი მიდით ბიჭებო ძალა აღმართს ხნავს. სამწუხაროა რომ სასამართლოში მოლოდ რ2 მოვიდა სხვა მედიებს ეტყობა არ აინტერესებს ერთ დროს თავისუფალი სიტყვის ფლაგმანის “მაესტროს“ ბედი“,-წერს ღლონტი.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია “მაესტროს” ლოგოსთან დაკავშირებით გია გაჩეჩილაძის , იგივე “უცნობის” სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. მოსამართლემ ტელეკომპანიის “ლოგო” გაჩეჩილაძეს მიაკუთვნა.

შეგახსენებთ, რომ ამ უფლების დაბრუნებას ბაჩო კიკაბიძე მოითხოვდა.

როგორც ტელეკომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბაჩო კიკაბიძე აცხადებს, სასამართლომ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა შეასრულა. მისივე თქმით, ივანიშვილმა სასამართლოს მეშვეობით მას ინტელექტუალური საკუთრება წაართვა.

იტვირთბა....