კუდ-ის აფხაზეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა სასამართლომ პაატა ქარდავასა და დავით ცინდელიანის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. განაჩენი მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. რომან შამათავას 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
ამნისტიის შესახებ კანონის თანახმად, მას სასჯელის ვადა შეუმცირდა და საბოლოოდ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომლითაც შამათავას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, გარდაცვლილების ახლობლების პროტესტი მოჰყვა.
ახლობლები მიიჩნევენ, რომ კუდ-ის აფხაზეთის სამმართველოს ხელმძღვანელისთვის შეფარდებული 8-წლიანი პატიმრობა საკმარისი სასჯელი არაა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მან ჩაიდინა.