საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. -ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
უწმინდესი საავადმყოფოში არ გადაუყვანიათ, მას მკურნალობა საპატრიარქოში უტარდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 25 დეკემბერს სამების საკათედრო ტაძარში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საზეიმო ლიტურგიას ვერ დაესწრო.