თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიუჯეტი 79 მილიონი ლარი იქნება, – ამის შესახებ უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან 2017 წლის გეგმებსა და ბიუჯეტზე ისაუბრა.
„ბიუჯეტი არის 79 მილიონი ლარი. 30%-ით შევამცირეთ წარმომადგენლობითი ხარჯები, მივლინების ხარჯები – 26%-ით. ბევრი მტკივნეული რამ გავაკეთეთ და კიდევ ბევრი შემცირება მოგვიწევს, რადგან ბიუჯეტი თავის ხასიათით დეფიციტურია. კრიზისულ ბიუჯეტს სჭირდება კრიზისული მართვა, რაც გულისხმობს ზოგადად არაპოპულარულ, მაგრამ აუცილებელს ნაბიჯებს“, – განაცხადა გიორგი შერვაშიძემ.
მისი თქმით, სტუდენტების მხრიდან გადაუხდელი თანხები უნივერსიტეტის ბიუჯეტში 3 მილიონს შეადგენს.
„ეს არის ძალიან დიდი თანხა, უნივერსიტეტში ამ თანხით შეიძლება ერთი სასწავლო კორპუსის მთლიანად რეაბილიტაცია მოხერხდეს, ბიუჯეტის სტრუქტურა არის მძიმე, დაახლოებით 80% არის სახელფასო ფონდები, ანუ ხელფასის ანაზღაურება და კომუნალური ხარჯები, 20% რჩება ყველაფერი დანარჩენისთვის, ინფრასტრუქტურის, განვითარების, სახვა საკითხების ჩათვლით, რაც საუნივერსიტეტო ცხოვრებისთვის აუცილებელია. ეს არ არის მაინცდამაინც ნორმალური ვითარებამ თუმცა გვესმის, რომ გამოსასწორებელია და ვიცით, როგორ უნდა გამოვასწოროთ“, – განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.