დედოფლისწყაროში 55 წლის მამაკაცი მოკლეს. ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობა წუხელ, იმ დროს მოხდა, როცა მამაკაცთან სახლში მისი ამხანაგები ქეიფობდნენ. მათივე თქმით, შეკრებილებს შორის ინციდენტი სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო.
როგორც მეზობლები ამბობენ, მამაკაცს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს. ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ ღამითვე დაკითხა მკვლელობის მონაწილე პირები, თუმცა ამ დროისთვის არავინ დაუკავებიათ. ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.