ბარაკ ობამას მიერ თავდაცვის პოლიტიკის შესახებ ხელმოწერილი კანონი საქართველოსთან სამხედრო დახმარებასაც ითვალისწინებს.
დოკუმენტი, რომლის საერთო ბიუჯეტიც 610 მილიარდს დოლარზე მეტია, საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამხედრო დახმარებას ითვალისწინებს.
კანონი უკრაინის კონფლიქტის მოგვარებამდე პენტაგონს რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობისთვის თანხების გამოყოფასაც უკრძალავს.
ასევე, გლობალურ სტატუსს ანიჭებს ე.წ. მაგნიტსკის კანონს, რომლის თანახმადაც, შეერთებული შტატების პრეზიდენტს შეუძლია, მთელს მსოფლიოში სანქციები დაუწესოს ადამიანის უფლებების დამრღვევ და კორუფციაში ჩართულ პირებს.