ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

გატაცებული თვითმფრინავიდან მგზავრებს ათავისუფლებენ

 

ლიბიური ავიახაზების გატაცებული თვითმფრინავის სალონიდან მგზავრები გამოდიან. Reuters -ის ინფორმაციით, 25 ადამიანი უკვე გათავისუფლდა. სააგენტოს ცნობით, გამტაცებლებმა განაცხადეს, რომ ბორტზე მძევლად თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებს დაიტოვებენ.

სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ლიბიაში შიდა რეისს ასრულებდა, გაიტაცეს და მალტის საერთაშორისო აეროპორტში დასვეს. თვითმფრინავი ავიაკომპანია Afriqiyah Airways-ს ეკუთვნის. გავრცელებული ინფორმაციით, ავიალაინერის ბორტზე 111 მგზავრი და ეკიპაჟის შვიდი წევრი იმყოფება.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გამტაცებლები ლიბიის ყოფილი ლიდერის მუამარ კადაფის მხარდამჭერები არიან.

მალტას საერთაშორისო აეროპორტში მობილიზებულია სპეცრაზმი.

იტვირთბა....