ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება სამართალი

„ჟურნალისტის სხეულზე დაზიანებების არსებობა სამხარაულის ექსპერტიზამ დაადასტურა“

ტელეკომპანია “იბერიას” გადაცემა “პრიორიტეტების” წამყვანი, ჟურნალისტი გიორგი გასვიანის სხეულზე დაზიანებების არსებობა სამხარაულის ექსპერტიზამ დაადასტურა.

გასვიანი პროკურატურამაც დაზარალებულად სცნო.

როგორც გასვიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, გაირკვა, რომ სამი თავდამსხმელი პირიდან ორი პოლიციის მოქმედი თანამშრომელია, ერთს კი ადმინისტრაციული სასჯელის გამო პოლიციის უფლებამოსილება შეჩერებული ჰქონდა.

„ამოღებულია იარაღიც, რომელსაც ჯერ არ ასაჯაროებენ“-განაცხადა გასვიანმა. მისი თქმით, მიმდინარეობს გამოძიება და იმედი აქვს არავინ არ გადაეფარება ამ პოლიციელებს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გასვიანი ბორჯომის პოლიციის წევრ მიშა ხუციშვილს ფიზიკურ ძალადობაში სდებს ბრალს. პოლიციელს საქმის ძიების განმავლობაში უფლებამოსილება შეუჩერდა.

იტვირთბა....