ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„დიახ, ჩვენ მიშას გარეშე ნოლები ვართ და ამით ვამაყობთ“

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის გივი თარგამაძის განცხადებას შს სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის ყოფილი უფროსი შოთა უტიაშვილი ეხმაურება:

”მოიცა, ამ ექვსმა კაცმა თავის თავი დანიშნა პარტიის ახალ ხელმძღვანელობად? ვაა, რა კაია, მეც რო დავნიშნო ჩემი თავი, შეიძლება? გივი, ეს ექვსი კაცი ვინ აირჩია, პოლიტსაბჭომ? ვინ დაამტკიცა რო?”, – მიმართავს უტიაშვილი თარგამაძეს.

მოგვიანებით, ამავე თემას გამოხმაურება მოჰყვა.

“ტაბულას” დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი მის პირად გვერდზე წერს:

”მე მგონი, სასწრაფოდ უნდა გაიშალოს ორგკომის კარავი. P.S. ტყუილად კი არ მქონდა მიშას იმედი. ესენი ის ფარისევლები არიან “კაბინეტურ მმართველობაზე” რომ ჩიოდნენ”, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

განათლების ყოფილი მინისტრი გია ნოდია:

‘‘საყრილობოდ სლოგანი მინდა შევთავაზო „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ ფრთას: „დიახ, ჩვენ მიშას გარეშე ნოლები ვართ და ამით ვამაყობთ!“, – წერს გია ნოდია.

იტვირთბა....