ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

BBC: სამთავრობო ძალებმა ალეპოზე კონტროლი სრულად აღადგინეს

 

სამთავრობო ძალებმა სირიის ქალაქ ალეპოზე სრულად აღადგინეს კონტროლი. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

გაეროს ინფორმაციით, ბოლო ერთ კვირაში 34 000-ზე მატმა ადამიანმა დატოვა ქალაქი.

მოსახლეობის ევაკუაცია დასავლეთ ალეპოდან, იდლიბის პროვინციაში განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ ალეპოს დაკავება ბაშარ ალ ასადის უდიდესი გამარჯვებაა, მას შემდეგ რაც 2011 წელს სირიაში სამოქალაქო ომი დაიწყო.

ასადის რეჟიმს ამბოხებულთა წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთი და ირანი ეხმარება.

იტვირთბა....