ბორჯომში, ხიდიდან, ქალი მტკვარში გადახტა. აღნიშნული ფაქტი „მეტრონომს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც პრესსამსახურში განაცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შსს-ს ცნობით, სამძებრო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობდა, ამ დროისთვის კი ცხედარი ნაპოვნია.
გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ქალმა ხიდზე სკამი მიიტანა, სკამზე ავიდა და წყალში გადახტა.