200-წლიანი ტრადიციის მიხედვით ესპანეთში საშობაო ლატარია „ელ გორდო“ გათამაშდა, რომელსაც ყოველწლიურად ერთის ნაცვლად ადამიანთა ჯგუფები იგებენ.
წლევანდელი ბიუჯეტი 2 მილიარდ 310 მილიონ ევროს შეადგენდა. მისი დიდი ნაწილი ქალაქ პინოს პუენტეს მოსახლეობამ მოიგო. ლატარიის ბილეთს, როგორც წესი 10 ნაწილად იყოფენ, რადგან სრულად შეძენის შემთხვევაში, მისი ფასი 200 ევროა. შესაბამისად, მოგებულებიც თანხას ინაწილებენ.
ესპანეთის საშობაო ლატარეა „ელ გორდო“ ცნობილია, როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი თანხის გამთამაშებელი ლატარეა. პინოს პუენტე ესპანეთის ერთ-ერთ ღარიბ ქალაქად ითვლება, სადაც უმუშევრობის დონე 29%-ია.