ახალი ამბები კრიმინალი მთავარი საზოგადოება

ყალბი 20 და 50-ლარიანი ბანკნოტების გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავა.

გამოძიების მიხედვით, ბრალდებულები, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებზე და ფიზიკურ პირებზე, სისტემატურად ასაღებდნენ კუსტარულად დამზადებულ, ახალი მოდიფიკაციის გაყალბებულ ლარის კუპიურებს.

საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ყალბი 20 და 50 ლარიანი ბანკნოტები.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 10 წლამდე.

 

იტვირთბა....