ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აბონენტების ნაწილისთვის “ჯეოსელის” ქსელი შეფერხებით მუშაობს

“ჯეოსელის” ქსელი რამდენიმე საათია შეფერხებით მუშაობს. კომპანიის აბონენტთა ნაწილი ვერ ახორციელებს სატელეფონო ზარებს, ვერ აგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს და ვერ ამოწმებს ბალანსს.

კომპანიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კომპანიაში ახალ სისტემაზე გადასვლის სამუშაოები მიმდინარეობს და  ტექნიკური ჯგუფი სრული დატვირთვით მუშაობს, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში აღმოიფხვრას  ეს პრობლემა.

“ჯეოსელში” აცხადებენ, რომ აბონენტები ქსელით სრულყოფილად სარგელობას მალე შეძლებენ.

იტვირთბა....