ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ავარიის გამო, დიდუბე-ჩუღურეთის 20 000-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ აქვს

 

დიდუბე-ჩუღურეთის ნაწილს ელექტროენერგია ავარიულად გამოერთო. ამის შესახებ ინფორმაციას თელასი ავრცელებს.

„დღეს, 10:04 საათზე ავარიულად გამოირთო გადამცემი ხაზები „ვერა-1“ და „ვერა-2“. ამის გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა თბილისის თბოელექტროცენტრალის (თეცი-ს) ქვესადგურის მომხმარებლებს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში. ამჟამად ელექტროენერგია არ მიეწოდება რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), დავით აღმაშენებლის გამზირის და მიმდებარე ქუჩების 20 ათასამდე აბონენტს. სს „თელასი“-ს ტექნიკური სამსახური აწარმოებს ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებს და აბონენტების ელექტრომომარაგება უახლოეს დროში აღდგება“.- აცხადებენ  თელასში.

იტვირთბა....