21 დეკემბერს გორში საბჭოთა ბელადის, იოსებ სტალინის დაბადების დღე აღნიშნეს.
სომხეთის მოქალაქემ გორელ მეგობრებთან ერთად, მუზეუმში ტორტი მიიტანა.
სტუმრებმა, მუზეუმის ფოიეში განთავსებულ სტალინის ბიუსტთან, ფოტოები გადაიღეს. შემდეგ ტორტი გარეთ სკვერში გაიტანეს, დაჭრეს და ბელადის დაბადების დღე შამპანურით დალოცეს.
მთავარ მოედანზე კი, კომუნისტური პარტიისა და საზოგადოება ,,სტალინელების” წარმომადგენლები შეიკრიბნენ და მცირე ზომის ბიუსტი დადგეს.
qartli.ge -ის ინფორმაციით, გორის მერიის დაცვის თანამშრომლებმა ბიუსტი უკვე აიღეს.
კომუნისტები და აქციაზე მყოფი მოქალაქეები ითხოვენ, რომ სტალინის ძეგლი მთავარ მოედანზე დაბრუნდეს.
qartli.ge