ტელეკომპანია „იბერიის“ ჟურნალისტმა გიორგი გასვიანმა, რომელიც ბორჯომის პოლიციის წარმომადგენელ მიშა ხუციშვილს ფიზიკურ ძალადობაში სდებს ბრალს, „ტვ პირველის“ ეთერში სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წევრმა, ბორჯომის მაჟორიტარმა გედევან ფოფხაძემ მას უთხრა, რომ პოლიციელ მიშა ხუციშვილის შესახებ ცნობილია, რომ მას პათოლოგიური სიმთვრალე აქვს. ჟურნალისტის განცხადებით, ფოფხაძემ მას დახმარება აღუთქვა.
შეგახსენებთ, რომ პოლიციელების ოჯახის წევრები ინფორმაციას უარყოფენ და აპირებენ ჟურნალისტს სასამართლოში ღირსების შელახვისთვის უჩივლონ. პოლიციელ მიშა ხუციშვილს სასამართლო დასკვნამდე პოლიციელის უფლება-მოსილება შეუწყდა.