ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“მოქალაქეებს ლარის ცვალებადობა აწუხებთ”: “უნდა ვთქვათ სიმართლე, ნუ შევუწყობთ მოლოდინების გაღრმავებას ხელს”

საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა  განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას:

“არავისთვის უცხო არ არის, რომ ჩვენი ქვეყანა დგას გამოწვევების წინაშე. პრობლემები განსაკუთრებით შეეხება უსაფრთხოების და ეკონომიკის საკითხებს. ეს პრობლემებია მთლიანად რეგიონში. თავს მოვიტყუებთ, რომ ვთქვათ ჩვენს ქვეყანაში ამ მიმართულებით ყველაფერი კარგად არის, მაგრამ უნდა ვთქვათ ის სიმართლე, რაც ჩვენი მოსახლეობისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი ვალია ამ გამოწვევებს შევხვდეთ მომზადებულები და ვიყოთ ადეკვატურები! მიუხედავად ჩვენი გუნდურობისა და ჩვენი საერთო გეგმებისა, არ ვაპირებთ არ ვიყოთ კრიტიკულები. ჩვენ ვაპირებთ ავიღოთ მეტი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე! ყველა მოლოდინი და გათვლა მოწმობს იმაზე, რომ სიტუაცია დასტაბილურდება. ისედაც ჩვენს მოქალაქეებს ლარის კურსის ცვალებადობა აწუხებთ და ნუ შევუწყობთ არასაგნობრივი ლოგიკით მოლოდინების გაღრმავებას ხელს! როდესაც კატასტროფასა და აპოკალიფსზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს კიდევ უფრო აღრმავებს ნეგატიურ მოლოდინებს! ყველამ ავიღოთ ჩვენი პასუხისმგებლობა თავზე. დარწმუნებულები ვართ იმ გეგმის რეალისტურობაში, რაც მთავრობის მიერაა წარმოდგენილი და განწყობილები ვართ ოპტიმისტურად!”, – განაცხადა მდინარაძემ.

იტვირთბა....