ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

პროექტი, რომელშიც ენერგეტიკის სამინისტრომ 30 მლნ ჩადო, გაჩერებულია

რატომ არის გაჩერებული ქარის ელექტროსადგურები, რომელშიც მილიონობით თანხა ჩაიდო. პროექტი, რომელის განხორციელებაც 30 მილიონი დაჯდა დღეს აღარ მუშაობს, – ამის შესახებ ინფორმაციას და ვიდეოს “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ფეისბუქში“ აქვეყნებს.
“30 მილიონი დოლარის ოდენობის სახელმწიფო ფულით აშენებული ფრთები გაუჩერებიათ თუ გაჩერებულა. გუშინ კომიტეტის სხდომაზე სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი-რაში დაიხარჯა ამდენი ფული თუ მასში გამომუშავებული ელექტროენერგია უფრო ძვირი დაჯდება, ვიდრე იმპორტი? ნახევრადხუმრობით ვთქვი, ხომ არ სჯობია, რომ გააჩეროთ-მეთქი. თურმე უკვე გაუჩერებიათ: ამ ფასად ერთი მშვენიერი ჰიდროელექტროსადგური აშენდებოდა, რომელიც ერთი საუკუნე მოემსახურებოდა ქვეყანას,“ – წერს გოცირიძე.

https://youtu.be/nyHDE9wKJOs

 

იტვირთბა....