ახალი ამბები ბიზნესი ეკონომიკა მთავარი

ნოემბერში სამრეწველო პროდუქციის წარმოება 2.8 პროცენტით გაძვირდა

 

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი უჩვენებს, თუ რამდენად ძვირდება/იაფდება სამრეწველო პროდუქციის წარმოება საქართველოში. აღნიშნული ინდექსი მიმდინარე წლის ნოემბერში, წინა თვესთან (ოქტომბერთან) შედარებით, 2.8%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის ნოემბერთან შედარებით 1.7%-ით არის გაზრდილი. 2010 წელთან შედარებით დღეს პროდუქციის წარმოება 27.2%-ით მეტ დანახარჯს მოითხოვს.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოება 0.9%-ით გაძვირდა. მათ შორის, საკვები პროდუქტების (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოება გაძვირდა 5.6%-ით, ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობა და საგამომცემლო საქმიანობა გაიაფდა 7.4%-ით. ტექსტილისა და ტექსტილის ნაწარმის წარმოება 23.6%-ით გაიაფდა. ხე-ტყის დამუშავება და ხის ნაწარმის წარმოება 4.2%-ით გაძვირდა. 4.9%-ით გაძვირდა ელექტროენერგიის, წყლის და აირის წარმოება და განაწილება.

Forbes.ge

იტვირთბა....