ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ელჩის მკვლელობის უკან გიულენის დაჯგუფება დგას”

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან სატელეფონო საუბარისას აღნიშნა, რომ ანდრეი კარლოვის მკვლელობის უკან ფეთულა გიულენის დაჯგუფება დგას.

თურქი დიპლომატის თქმით, რუსეთსა და თურქეთს სჯერათ, რომ ელჩის მკვლელობის უკან აშშ-ში მცხოვრები თურქი სასულიერო პირი ფეთულა გიულენი დგას.

სატელეფონო საუბრისას მხარეებმა სირიის თემაც განიხილეს.

შეგახსენებთ, ანდრეი კარლოვი 19 დეკემბერს ანკარაში ფოტოგამოფენის გახსნის დროს მოკლეს. მკვლელობას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.

იტვირთბა....