ქუთაისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი მორიგ სკანდალში გაეხვა. – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო kutaisitoday ავრცელებს, სადაც ნათქვამია:
„საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, კაფე-ბარ ,,არტ კაფეში’’ , ქუთაისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი, ზვიად ჯავახია, ბარში შეკრებილ ახალგაზრდებს უწმაწური სიტყვებით მიმართავდა, კერძოდ – ,,დედის გინებით’’, რის გამოც ახლგაზრდებმა მას გარეთ გასვლისაკენ მოუწოდეს.
სიმთვრალისგან ,,წაშლილი’’ ზვიად ჯავახია კვლავ აგრძელებდა მანდილოსნებისა და ბარში შეკრებილი ახალგაზრდების მიმართ გინებას, რის გამოც ბარში შეკრებილმა ახლგაზრდებმა ის ადგილზე სცემეს. აღნიშნული ვიდეოკადრები ბარში, სუფრასთან მჯდომმა მანდილოსანმა გადაიღო და ექსკლუზიური უფლებით kutaisitoday-ს გადასცა.