„მეტრონომი“ დაინტერესდა აგრძელებს თუ არა ისევ მუშაობას ის პოლიციელი შს სამინისტროში, რომელსაც ჟურნალისტი გიორგი გასვიანი ფიზიკურ ძალადობაში სდებს ბრალს. როგორც შს სამინისტროში გვითხრეს, ის კადრების განყოფილებაშია გადაყვანილი.
ეს გულისხმობს, რომ პოლიციელს, სასამართლო გადაწყვეტილებამდე, უფლებამოსილება შეუჩერდება.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი პოლიციელს ფიზიკურ ძალადობაში სდებს ბრალს. თავის მხრივ პოლიციელის ოჯახის წევრები ჟურნალისტს ტყუილისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოთი ემუქრებიან.