გურჯაანის მუცინიპალიტეტის სოფელ კაჭრეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქალბატონი გარდაიცვალა, რამდენიმე ადამიანი კი დაშავდა. თვითლმხილველთა ინფორმაციით, ერთმანეთს „ფორდისა“ და „ჟიგულის“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.
როგორც „მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.