შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2-დან 18 დეკემბერის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 931 ფაქტი გამოვლინდა.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ 7,353 გადამხდელი შემოწმდა.
შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები დაფიქსირდა: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 64 შემთხვევა, ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 103 ფაქტი, მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 764 შემთხვევა.