ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ელჩის მკვლელს უკრაინელმა დეპუტატმა გმირი უწოდა

თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელს უკრაინელმა დეპუტატმა ვლადიმერ პარასიუკმა „გმირი“ უწოდა. ამის შესახებ დეპუტატმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისი შეფასებით, მომხდარი მკვლელობა ალეპოში მიმდინარე მოვლენების პასუხია, რაშიც დამნაშავე,დეპუტატის თქმით, რუსეთია: „როდესაც ადამიანი თავისი სიცოცხლის ფასად მზად არის მიიღოს უკიდურესი ზომები, იდეისთვის, სიმართლისთვის, მაშინ დარწმუნდებით შეიძლება ითქვას – გმირი!“ – დაწერა უკრაინელმა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, თავდასხმა ანკარაში, ფოტოგამოფენის გახსნაზე მოხდა, სადაც რუსეთის ელჩი თურქეთში, ანდრეი კარლოვი სიტყვით გამოდიოდა. მას ზურგიდან ესროლეს. გავრცელებული ცნობით, მკვლელი ანკარაში პოლიციის ოფიცერი, 22 წლის მევლუთ მერთ ალტინტასია, რომელიც სამართალდამცავებმა მოკლეს. გასროლის შემდეგ მისი სიტყვები იყო: “ჩვენ სირიაში ვიხოცებით, თქვენ აქ დაიხოცეთ.”

იტვირთბა....