აშშ რუსეთს ანკარაში ელჩის მკვლლეობის გამოძიებაში დახმარებას სთავაზობს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანა ჯონ კერიმ განაცახდა. ჯონ კერიმ რუსეთის ელჩის ანდრეი კაროლვის მკვლელობა დაგმო და მომხდარ თავდასხმას მხდალი უწოდა.
თურქეთში რუსეთის ელჩზე განხორციელებულ თავდახმას გმობს ევროკავშირი. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის უმაღლეის კომისრის ფედერიკა მოგერინის წერილში, რომელიც მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს გაუგზავნა.
გაერო თურქეთში რუსეთის ელჩზე თავდასხმას გმობს და მიიჩნევს, რომ მომხდარს გამართლება არ აქვს. ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტეფან დიუჟარიკმა განაცხადა.
“ჩვენ ვგმობთ თურქეთში რუსეთის ელჩზე შეიარაღებულ თავდასხმას. დიპლომატსა ან ელჩზე თავდასხმს გამართლება არ აქვს”, – განაცხადა დიუჟარიკმა.
მისი თქმით, გაერო-ში იმედოვნებენ, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებელი პირები სასამართლოს წინაშე წარდგებიან.
განცხადება გაავრცელა ელისეის სასახლემაც, რომელშიც ნათქვამია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი თურქეთში რუსეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მკვლელობას მკაცრად გმობს.
ანდრეი კარლოვის მკვლელობა დაგმო ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმაც. “ვგმობ თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობას. ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და რუსეთის მოსახლეობას. ასეთ საზიზღარ აქტს გამართლება არ აქვს”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.