ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გულწრფელ მწუხარებას გამოვხატავ თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობის გამო”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობას ემაურება:

“გულწრფელ მწუხარებას გამოვხატავ თავდასხმის შედეგად თურქეთის რესპუბლიკაში რუსეთის ელჩის – ანდრეი კარლოვის მკვლელობის გამო. 21-ე საუკუნისთვის უპრეცედენტო ძალადობის და დაპირისპირებების მომსწრენი ვართ. ჩვენ ვდგავართ ცივილიზებული ქვეყნების გვერდით და არასოდეს შევეგუებით ამ უკიდურეს სისასტიკეს. ჩვენი მიზანია მშვიდობა რეგიონში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ სტაბილურობასა და განვითარებას,”- აღნიშნულია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.

შეგახსენებთ, 19 დეკემბერს, თურქეთში რუსეთის ელჩი, ანდრეი კარლოვი მოკლეს.

ელჩს ხელოვნების გალერეაში გამოფენაზე “თურქების თვალით დანახული რუსეთი” ვიზიტისას ესროლეს. კარლოვი სიტყვით გამოდიოდა, როდესაც მისი მიმართულებით მამაკაცმა ისროლა.

გავრცელებულ ვიდეოში მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი გასროლის შემდგ ყვირის: “არ დაგავიწყდეთ ალეპო, არ დაგავიწყდეთ სირია, ალაჰ აკბარ”.

იტვირთბა....