ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„მმართველი გუნდი მზადაა ელოპოს მოვლენებთან დაკავშირებით რეზოლუციაზე იმსჯელოს“

„მმართველი გუნდი მზადაა, ალეპოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ რეზოლუციაზე იმსჯელოს“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს, პარლამენტის მიერ, სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღებაზე ოპოზიციის მოწოდების საპასუხოდ განუცხადა.

”საქართველომ უკვე მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას ალეპოსთან მიმართებაში და ჩვენ ვდგავართ ცივილიზებული მსოფლიოს გვერდით, როდესაც საქმე ამ ტრაგედიას ეხება. რაც შეეხება პარტიების შემოთავაზებას, ჩვენ მზად ვართ მათ მიერ წარმოდგენილი ტექსტები განვიხილოთ თუ ასეთი არსებობს. დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში ყველას ჩვენს ქვეყანაში ერთი პოზიცია აქვს”, – აღნიშნა თალაკვაძემ.

როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სერგი კაპანაძემ აღნიშნა, რეზოლუციაში დაფიქსირებული იქნება როგორც საქართველოს სოლიდარობა, ასევე დაგმობილი იქნება რუსეთის დესტრუქციული ქმედებები სირიაში.

”ჩვენ მიგვაჩნია, რომ პარლამენტმა აუცილებლად უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია. ამ განცხადებით მოხდება სოლიდარობის დაფიქსირება სირიელი ხალხის მიმართ, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ძალიან მწვავე ჰუმანიტარულ კრიზისში და კატასტროფაში იმყოფებიან. მასში ხაზგასმული იქნება, რომ საქართველო, როგორც პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე აქტორი ამ რეგიონში, თვალყურს ადევნებს ამ პრობლემას, ამ კრიზისს და თავის პოზიციას აქტიურად გამოხატავს. რა თქმა უნდა, ასევე დაგმობილი იქნება რუსეთის ფედერაციის დესტრუქციული როლიც”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ „რუსთავი 2“-თან საუბარში.

იტვირთბა....