დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ მეტროსა და ავტობუსების ტარიფები არ გაიზრდება, მაგრამ სამარშრუტო ტაქსებს კერძო ოპერატორი მართავს და ტარიფის ცვლილებასთან დაკავშირებით, მერიას ბერკეტები არ აქვს:
“რაც შეეხება სამარშრუტო ტაქსებს, მას მართავს კერძო ოპერატორი,რომელსაც იმ ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც არის გაფორმებული მერიასთან 2010 წელს. არანაირი ბერკეტი არ აქვს მერიას, რომ ტარიფზე ზემოქმედება მოახდინოს და ეს ტარიფი არ არის რეგულირებადი. ჩვენ მოვუწოდებთ სამარშუტო ტაქსების მმართველ კომპანიას, რომ თბილისელებისთვის არ მოახდინოს ტარიფების გაძვირება.
მუნიციპალურ ტრანსპორტზე, ავტობუსებზე და მეტროზე ტარიფის გაზრდას არ განვიხილავთ. ამ ეტაპზე საკმაოდ სოლიდური სუბსიდიაა თბილისის მერიიდან გამოყოფილი ტრანსპორტის მიმართულებით. ეს არის 60 მილიონ ლარზე მეტი,თუ გახდება საჭიროება ბუნებრივია, მერია იზრუნებს გაზრდაზე”, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.