„სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეროვნულ ბანკს მიმართავს და მოუწოდებს, გააანალიზონ და გამოქვეყნონ, კომპანიების ვინაობა, რომლებმაც განახორციელეს ამ პერიოდში მსხვილი ტრანზაქციები (ფულადი სახსრების ერთი ანგარიშიდან მეორეზე გადატანა), რამაც გამოიწვია ლარის უცაბედი ვარდნა:
„ ფაქტით უნდა დაინტერესდეს პროკურატურა. უნდა დაიწყოს გამოძიება, ვინ გააკეთა მსხვილი ტრანზაქციები. თუმცა მანამდე ეროვნულმა ბანკმა უნდა გაასაჯაროვოს მათი ვინაობა. ჩვენ ამით შევძლებთ დავადგინოთ საიდან მოვიდა ეს ფული, ვინ მოითბო ამით ხელი და რეალურად რამ გამოიწვია ლარის ვარდნა რამდენიმე საათში“,- განაცხადა ვაშაძემ.