უკრაინელმა დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ სააკაშვილს პირდაპირ ეთერში საუბარი გააწყვეტინა და ჰკითხა, თუ რატომ არ ცხოვრობს მისი შვილი ამ “საოცარ ქვეყანაში”, უკრაინაში. “რატომ არ არის თქვენი შვილი აქ, საოცარ ქვეყანა? სად ცხოვრობს თქვენი შვილი, მიხეილ?”,- მიმართა კითხვით უკრაინელმა დეპუტატმა სააკაშვილს.
სააკაშვილ გაბრაზდა და მას მკაცრად მიუგო: “ეს არ არის საკმარისი, არ შეეხოთ ჩემს ოჯახს”, – განაცხადა სააკაშვილმა.
თუმცა გონჩარენკომ მას ისევ მოსთხოვა პასუხი კითხვაზე, რაზეც სააკაშვილმა დასძინა, რომ მისი შვილი უკრაინაში ცხოვრობს.
“არ მსურს, რომ პოროშენკოს გოშიები ჩემს ოჯახს შეეხონ. მინდა ეს კიდევ ერთხელ ვთქვა. მზად ვარ ყველაფერს გავუძლო, მაგრამ ზოგიერთი გოშია ჩემს ოჯახს, ჩემს შვილსა და ჩემი მეუღლეს არ უნდა შეეხოს“,- განაცხადა სააკაშვილმა პირდაპირ ეთერში.