ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთში თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა: ბორტზე 39 ადამიანი იმყოფებოდა

რუსეთში, იაკუტიაში სამხედრო თვითმფრინავი, რომელსაც რუსი სამხედროები გადაჰყავდა, ავარიულად დაეშვა. გავრცელებული ინფორმაციით, შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა და 42 დაშავდა. ამ ინფორმაციას უწყება არ ადასტურებს:

“ავარიის შედეგად, ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრები ცოცხლები არიან. 16 ადამიანი მძიმედ დაშავდა. ყველა მათგანი  სამედიცინო დაწესებულებებშია გადაყვანილი”, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, ბორტზე 32 მგზავრი და ეკიპაჟის შვიდი წევრი იმყოფებოდა.

ექიმების შეფასებით, დაშავებულების მდგომარეობა კრიტიკულია.

სააგენტო TASS-ის წყაროს განმარტებით, უბედური შემთხვევის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა არ ყოფილა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

იტვირთბა....