ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სასტუმრო Hilton თბილისშიც

თბილისში სასტუმრო Hilton-ი იხსნება. 19 დეკემებერს კომპანიამ Hilton Hotels & Resorts ოფიციალურად გააფორმა მმართველობის ხელშეკრულება კონპანიასთან „გრანატი“.  ინფორმაციით, ჰილტონის თბილისის სასტუმროს 206 ნომერი ექნება და ის სტუმრებს 2019 წლიდან უმასპინძლებს.

მათი ცნობით, ისტორიულ შენობას, რომელიც კოსტავას 59-ში მდებარეობს, სრულად შეუნარჩუნდება პირვანდელი ფასადი, რომელიც ჰილტონის დიზაინის ნაწილი გახდება. ნაგებობას დაემატება შუშის დაშენება, სადაც სასტუმროს ბარი და სპა-ცენტრი განთავსდება.

თბილისის მაცხოვრებლებს და დედაქალაქის სტუმრებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ ჰილტონის რესტორნით, ლობი ბარითა და ქუჩის კაფეთი. სასტუმროში ასევე გათვალისწინებულია 1,000 კვ.მ. ფართის საკონფერენციო და წვეულებების დარბაზი.

Hilton Hotels & Resorts ამჟამად 18 ახალი ფილიალის განვითარებაზე მუშაობს. 2015 წელს ამ ქსელს ბათუმიც შეუერთდა. თბილისში ჭავჭავაძის ქუჩაზე უკვე მიმდინარეობს Hilton Garden Inn- ის მშენებლობა, რომელიც 2018 წელს დასრულდება.

ჰილტონის სასტუმროების ქსელი 4,800-ზე მეტ ფილიალს ფლობს. ჰილტონს სასტუმრო მომსახურების 97-წლიანი ისტორია აქვს. მის პორტფოლიოში შედის 13 მსოფლიო კლასის გლობალური ბრენდი.

იტვირთბა....