სულ მცირე 40 ჯარისკაცი ემსხვერპლა იემენის საპორტო ქალაქ ადენში მომხდარ თავდასხმას. BBC-ის ინფორმაციით, სამხედრო ფორმაში გადაცმულმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე იმ დროს აიფეთქა, როდესაც ჯარისკაცები ხელფასის ასაღებად რიგში იდგნენ.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არც-ერთ დაჯგუფებას არ აუღია. აღსანიშნავია, რომ ამავე ბაზაზე კვირის დასაწყისში ე.წ. “ისლამურმა სახელმწიფომ” თავდასხმა მოაწყო. მაშინ აფეთქებას 48 ჯარისკაცი ემსხვერპლა.