ახალი ამბები მედია სპორტი

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე გახდა

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე გახდა. გეგეშიძემ 46 ხმა მიიღო, ესტატე გოგლიჩიძემ 3 ხმა, ხოლო მანუჩარ კვირკველიამ 24 ხმა.

გეგეშიძე თანამდებობაზე 4 წელი იმუშავებს.

შეგახსენებთ, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძოდა.  ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია, ვეტერანებში მსოფლიოს არაერთგზის გამარჯვებული ესტატე გოგლიჩიძე და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის დაცვის ყოფილი უფროსი გეგა გეგეშიძე.

იტვირთბა....