ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსთავის სამარშრუტო ტაქსების მძღოლებმა აქცია შეწყვიტეს

რუსთავის ძველი ბაზრობიდან “თბილისი ცენტრალის” მიმართულებით მოძრავმა სამარშრუტო ტაქსებმა მუშაობა განაახლეს.

როგორც მძღოლები აცხადებენ, მათ ხაზის მფლობელ კომპანია “ინტერტრანსის” ხელმძღვანელობასთან საუბარი ქონდათ და გაფიცვის შეჩერება დროებით, ორშაბათამდე გადაწყვიტეს.

“ინტერტრანსში” კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპისთვის კომპანიასა და მძღოლებს შორის შეთანხმება მიღწეულია.

შეგახსენებთ, რუსთავის ძველი ბაზრიდან, თბილისში რკინიგზის სადგურის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლები დილიდან გაფიცულები იყვენენ, ისინი კომპანია ,,ინტერტრანსისგან” მძღოლებისათვის დაწესებული დღიური სამუშაო ნორმის გაზრდას აპროტესტებდნენ და მის შემცირებას მოითხოვდნენ.

 

იტვირთბა....